19:49 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 10:57:42, 1268 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის ხელისუფლებამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

 „9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ის ისტორიული ფურცელია, რომელმაც  მსოფლიოს ქართველი ერის აბსოლუტური ერთიანობის შესაშური მაგალითი უჩვენა.  ეს დღე ყოველი ჩვენგანისთვის თავგანწირვის, ერთიანობის, თავისუფლების, მადლიერების და სიხარულის დღედ იქცა. უიარაღოდ, შიშველი ხელებით, იდეისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები.  მთელი საქართველო  დღეს მუხლს იყრის მათი უმანკო სულების ხსოვნის წინაშე. 9 აპრილი ჩვენი  ერის ცოცხალი მეხსეირების გამოძახილია, რომელიც არასოდეს მინავლდება.   ისტორია, რომელშიც ლომის წილი ჩვენს ბრწყინვალე  ახალგაზრდობას მიუძღვის. 1989 წლის 9 აპრილიდან განვლილმა პერიოდმა დამოუკიდებლობის შეგრძნებამ ბევრი სიხარული მოგვიტანა. ამ დღემ დაგვანახა, რა ძალა აქვს  ერის საყოველთაო ერთიანობას, რომელიც ყოველ ჩვენგანს  მადლიერებით ავსებს  და ახლო მომავალში    გაერთიანებულ საქართველოს  მომავლისკენ უბიძგებს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

30  წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics