|
2019-04-05 17:52:30, 1425 ნახვა
საზოგადოება
გვენეტაძე: სხვადასხვა მაღაზიებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ნაღდი ფულით საკმაოდ ბევრი შეძენა ხდება
„სხვადასხვა მაღაზიამ გააკეთა ბევრი განცხადება, რომ ნაღდი ფულით ხდება საკმაოდ ბევრი შეძენა, იგივე „ბეკომ“ გააკეთა განცადება. ეს მოთხოვნა არ წასულა, ეს მოთხოვნა არსებობს, მაგრამ მოთხოვნა რეალიზებულია ამ გზითაც“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა. სებ-ის პრეზიდენტის თქმით, რეგულაციების შემდეგ პროდუქციაზე მოთხოვნა არ შემცირებულა. „მოთხოვნა ბევრ შემთხვევაში გადამისამართებულია უფრო მსხვილ ბიზნესებზე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე. ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სამომხმარებლო სესხით პროდუქციის, იგივე ტექნიკის ყიდვისას, მიდიოდა კლიენტი მაღაზიაში, მას საერთოდ აღარ ეკითხებოდნენ, ჰქონდა თუ არა შემოსავალი, მაშინაც კი, როდესაც მას ჰქონდა შემოსავალი, ეს იყო ძალიან ადვილი. ერთადერთი, რაც მოეთხოვებოდა ადამიანს, ტექნიკის მაღაზიაში, თუ მას უნდოდა ტელევიზორის, მტვერსასრუტის, მაცივრის ყიდვა, რომ მას ჰქონდა ID, ის არ იყო გაშავებული, უკვე მაშინვე რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიდიოდა მასთან. კეთდებოდა ხელშეკრულების გაფორმება, ყოველგვარი შემოწმების გარეშე. მიაქციეთ ყურადღება, რომ სხვადასხვა მაღაზიებმა გააკეთეს ბევრი განცხადებები, რომ ახლა ნაღდი ფულით ხდება საკმაოდ ბევრი შეძენები, იგივე „ბეკომ“ გააკეთა განცადება. ეს მოთხოვნა არ წასულა, ეს მოთხოვნა არსებობს, მაგრამ მოთხოვნა რეალიზებულია ამ გზითაც. რა თქმა უნდა, შეზღვუდვა იყო სხვანაირად არც შეიძლებოდა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)