|
2019-04-05 16:43:56, 1292 ნახვა
საზოგადოება
ტოკიოს მეტროში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო
ტოკიოს მეტროსადგურში „Tennozu Isle" ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო. აღნიშნული სადგური წარმოადგენს საგამოფენო ცენტრთან „Terrada Warehouse" მისასვლელს, სადაც გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო" 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება. სადგური მდებარეობს კუნძულზე და ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა კუნძულს, რაც ზრდის მგზავრთა ნაკადს აღნიშნულ სადგურში, სადაც დღეში საშუალოდ 50 ათასი ადამიანი გადაადგილდება. სადგურში განთავსებულია საინფორმაციო-სარეკლამო პოსტერები და საინფორმაციო ბროშურები „საქართველო ღვინის სამშობლო", სადაც გადმოცემულია მოკლე ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ. პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო", რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო" არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით. საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)