|
2019-04-05 16:06:26, 1175 ნახვა
საზოგადოება
5 აპრილს საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება
5 აპრილს საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნების ლიდერებს მოსახლეობის საყოველთაო მოცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ნაბიჯისკენ - პირველად ჯანდაცვაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს. ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ჯანმოს ევროპის ბიუროს ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება, სოფლის ექიმის პროგრამის გაუმჯობესება, სტრატეგიული შესყიდვების დანერგვა, სოციალური მომსახურების საააგენტოს რეორგანიზაცია არის ის მთავარი მიმართულებები, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის რგოლის გასაძლიერებლად არის დაგეგმილი. შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლებს საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში, რათა ჯანმოს ექსპერტებს ადგილზე გააცნოს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელთა საქმიანობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ევროპის რეგიონის ქვეყნებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, თუმცა, მოსახლეობის დიდ ნაწილს, კვლავ არ აქვს საკმარისი წვდომა საჭირო სამედიცინო სერვისებზე. სამედიცინო სერვისებისთვის, განსაკუთრებით მედიკამენტებისთვის საჭირო თანხები მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენს ევროპის რეგიონის, მათ შორის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობისთვის. ევროპის 24 ქვეყნის ჯანდაცვაზე დანახარჯების შესწავლამ ცხადყო, რომ ოჯახების 9%-ს სამედიცინო სერვისებისთვის თანხის გადახდის შემდეგ აღარ რჩება სხვა მინიმალური საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილების რესურსი. განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ასაკოვანი მოსახლეობა, ყველაზე მეტად განიცდის ჯიბიდან გადახდასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ხშირად სრულადაც ვერ იღებს საჭირო სერვისებს. „საქართველოს მთავრობა ატარებს სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რათა შეამციროს ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდები, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი და მუდმივი სამედიცინო საჭიროებების მქონე პირებისთვის. განსაკუთრებით ბოლო წლებში, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელმაც 2018 წელს მთლიანი მოსახლეობის თითქმის 90% -ის სამედიცინო სერვისები დააფინანსა. მთლიანი შიდა პროდუქტიდან სახელმწიფოს დანახარჯები ჯანდაცვაზე 2012 წელს არსებული 1,6%-იანი მაჩვენებლიდან 3,08%-მდე გაიზარდა 2016 წელს. შედეგად სამედიცინო სერვისებისთვის მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილი 73,4%-დან 55,6%-მდე შემცირდა. პირველად ჯანდაცვას აქვს სასიცოცხლო როლი სამედიცინო სერვისებზე ფართო წვდომის უზრუნველყოფის საკითხში”, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებაში.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)