|
2019-04-05 15:34:50, 1579 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: ესპანეთის სპეცოპერაციის დავით ზალკალიანის ვიზიტთან დაკავშირება ღრმად არასერიოზულია
საგარეო საქმეთის სამინისტროს წარომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის მინისტრ დავით ზალკალიანის ვიზიტთან დაკავშირებას, "ღრმად არასერიოზული პასაჟი" უწოდა. ამის შესახებ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ დავით ზალკალიანს ან რომელიმე მინისტრს, აქვს ის უფლებამოსილება ჩავიდეს ქვეყანაში და გარკვეული პერიოდით ადრე დაგეგმილ სპეცოპერაციაზე რაიმე ზემოქმედება მოახდინოს?! კომენტარის გაკეთებაც კი უხერხულია. ასეთ ინფორმაციას ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ, რადგან მსგავსი ოპერაციები იგეგმება სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ, მკაცრად კონფიდენცალურ რეჟიმში. წინასწარ თუ გამოაცხადეს, რომ ჩვენ ვგეგმავთ ადამიანების დეპორტაციას, ბუნებრივია ამას ვერ განახორციელებენ", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა. ცნობისთვის, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით მასშტაბური სპეცოპერაცია „მერლინ-ტაკა“ჩატარდა, რომელშიც 250 სამართალდამცველი მონაწილეობდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელი ბინების გაქურდვა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)