|
2019-04-05 15:23:05, 1647 ნახვა
კომენტარი
რატიანი: უმრავლესობამ გამოცდების გაუქმების შესახებ კანონი ჩააგდო, რადგან პროექტი პარლამენტსა და მთავრობას შორის შეუთანხმებელია
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩავარდნა, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეუთანხმებლობის ბრალია. მისივე თქმით, ეს მთავრობის გაუაზრებლობასა და უპასუხისმგებლობაზე მიანიშნებს. „მოგეხსენებათ, რომ მთავრობამ დაანონსა და საზოგადოებას უთხრა, რომ წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება, მაგრამ კანონი არ მიუღიათ. ჩვენ, ოპოზიციას გარკვეული შენიშვნები გვქონდა. პროცედურა გაწელეს, შემდეგ პროექტი დაჩქარებული წესით შემოიტანეს. დღეს, უმრავლესობამ ფაქტობრივად, ჩააგდო ეს კანონი. ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა იმის საფუძველზე, რომ პროექტი გაუაზრებელია და შეუთანხმებელია პარლამენტსა და მთავრობას შორის. ეს ნიშნავს მთავრობის გაუაზრებლობას უპასუხისმგებლობას, უუნარობას და საერთოდ უმრავლესობა მოშლილია“, - განაცხადა რატიანმა. პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო. საკითხი, რომელიც განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაჩქარებული წესით გამოიტანა, მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონის მისაღებად კი, 63 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)