|
2019-04-05 12:51:55, 1646 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელსაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა წარმოადგენს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ოფიციალურმა თბილისმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელსაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა წარმოადგენს და წინ წაწიოს თავისი გაწევრიანების საკითხი, - ამის შესახებ ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ამ სიტუაციას ვაკვირდებით, რათა მაქსიმუმი გამოვიტანოთ. არსებობს ლოგიკა, რომ ქვეყანას, რომელიც ევროპისკენ მიდის და ევროპა უნდა, არ უნდა მოეპყრონ იმაზე ნაკლებად, ვიდრე იმ ქვეყანას, რომელიც ევროპიდან გადის", - აღნიშნა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ყოველდღიურ რეჟიმში პროვოკაციებს აწყობს, თბილისს თავისი მტკიცე განწყობა, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, არ შეუცვლია. მან აგრეთვე ნათოს-თან თანამშრომლობასა და ალიანსში გაწევრიანებაზეც ისაუბრა. "სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ მზად ვართ. თუ MAP-ს [წევრობის სამოქმედო გეგმა] მივიღებთ, ყველამ იცის, რომ ორ თვეში მზად ვიქნებით", - დასძინა ქვეყნის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმზე დასწრებას, მათ შორის პრეზზიდენტ ვლადიმერ პტუინთან შეხვედრას არ აპირებს. "შენ ვერ გექნება ფორმალური ან არაფორმალური დიალოგი ქვეყანასთან, რომელსაც შენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, თუ არ არის ის ნიშნები, რომ რაიმე იცვლება და ამ ეტაპზე ასეთი ნიშნები არ არსებობს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)