|
2019-04-05 10:38:30, 2654 ნახვა
სამხედრო
იზორია - უდრეკად გავაგრძელებთ წინსვლას და მზად ვართ, თქვენთან ერთად მაქსიმალური გავაკეთოთ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში დასკვნითი სიტყვით წარსდგა. მან საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებსა და საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა თავდაცვის რეფორმების მხარდაჭერისთვის. „სწორედ პარლამენტი იღებს პრინციპულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომ თავდაცვას ჰქონდეს მშპ-ის 2%. თქვენთან ერთად განვსაზღვრავთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თავდაცვის ბიუჯეტი გონივრულად ვმართოთ. ამ მიმართულებით გვაქვს აღიარება, რასაც ნატოს გენერალური მდივნის განცხადებებიც მოწმობს, რომელიც მან 25 მარტს საქართველოში გააჟღერა. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ასევე მთავრობის მიმართ, ბატონი პრემიერის მიმართ, რომელმაც თავის სამთავრობო პროგრამაში ნომერ პირველ პრიორიტეტად სწორედ, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა განსაზღვრა“, - განაცხადა ლევან იზორიამ. მან სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტთან მაქსიმალურად ღია ფორმატში ითანამშრომლოს: „თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტთან, რომელთანაც გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი თანამშრომლობის დინამიკა, და ყველა ის აღნიშნული რეფორმა თუ წარმატება არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, გავაგრძელებთ მომავალშიც“. მისი განცხადებით, შესაძლებელია თანამშრომლობის სხვა ფორმატებიც განისაზღვროს, რათა პარლამენტის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდეთ სამხედრო ბაზებს ესტუმრონ და ადგილზე გაეცნონ, თუ რა არის გაკეთებული ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების აღჭურვის, მათ შორის პროფესიონალიზმის ამაღლების თვალსაზრისით და რა კეთდება მისი გრძელვადიანი განვითარებისთვის. სიტყვის დასასრულს მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოს სტრატეგიულ ამოცანებზე: „მინდა სიამაყით ვთქვა, რომ მთავარი საზომი სტრატეგიული ამოცანის შესრულების ხარისხია და ის განცხადებები და შეფასებები, რომლებიც ნატოს ტრიბუნიდან, ასევე მთავარი სტრატეგიული მოკავშირეებისგან კეთდება. ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა და აღიარება, ეს არის ჩვენი მონაპოვარი, რომელსაც გპირდებით, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდებით და კიდევ უფრო გავაძლიერებთ სტრატეგიული მზადყოფნის ხარისხს. ამ მზადყოფნით, ამ სულისკვეთებით, ამ მოტივაციით, რასაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანები გვისახავს, უდრეკად გავაგრძელებთ წინსვლას და თქვენთან ერთად მზად ვართ მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში“.
(NS)
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)