|
2019-04-05 10:26:50, 1288 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე ია კერზაიას საქმეზე - არ სწორი იქნება, წამზომით ვიხელმძღვანელოთ, უნდა ვიხელმძღვანელოთ შინაარსით
სამწუხაროდ, ზუგდიდში მოხდა ძალიან მძიმე, ადამიანური ტრაგედია და კარგად მესმის საზოგადობის მაღალი ინტერესი, რომ დადგინდეს თითოეული დეტალი და გარემოება ამ ტრაგედიის ირგვლივ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ყველა გაარემოების დადგენაზე მუშაობს. „არ ვფიქრობ, რომ სწორი იქნება, ჩვენ წამზომით ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ შინაარსით და დარწმუნებული ვიყოთ მთელი ქართული საზოგადოება, რომ ამ საკითხის ირგვლივ ნებისმიერ კითხვაზე ადეკვატური პასუხი იქნება გაცემული და ჩვენ გვეცოდინება რეალური სურათი, რა მოხდა სინამდვილეში. განათლების მინისტრმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის, უპასუხოს ნებისმიერ კითხვას ამ ან სხვა საკითხთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო ორგანოოები ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე შეძლებენ ამ ტრაგედიის ირგვლივ ნებისნიერი გარემოების დადგენას და საზოგადოებას ეცოდინება რეალური სურათი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერმა ასევე უპასუხა წამყვანის კითხვას ევროპარლამენტარების ერთი ნაწილის მიმართვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპარლამენტში ბევრი მეგობარი ჰყავს, რომელთა რჩევები და მოსაზრებები მთავრობისთვის საინტერესოა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)