21:40 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 18:06:45, 1275 ნახვა

საზოგადოება
რთული რელიეფის მქონე სოფლების გაზმომარაგება მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება

„ისეთი მაღალმთიანი დასახლებებისთვის, სადაც რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება ბუნებრივი აირის მილებით მიყვანა,  მომზადდება და განხორციელდება ალტერნატიული სამოქმედო სტრატეგია" -  ამის შესახებ დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს  ქვეყნის კიდევ 217 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების 2019 – 2021 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო.

თურნავას თქმით, ალტერნატიული სამოქმედო სტრატეგია, ერთი მხრივ,  უზრუნველყოფს ალტერნატიული გათბობის საშუალებებით ადგილობრივ მოსახლეობას, მეორე მხრივ კი, ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ასეთ დასახლებებში, რათა გაზიფიცირებას სოციალურთან ერთად, მინიმალური ეკონომიკური მახასიათებელიც გააჩნდეს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა,  მოსაზრებებს ახალი გეგმის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს მთავრობას რამდენიმე თვეში წარუდგენს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics