|
2019-04-04 16:01:16, 1374 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორიამ პარლამენტში მრავალეროვნული სწავლებების მზარდ დინამიკაზე ისაუბრა
პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ბოლო წლებში განხორციელებულ ერთობლივ მრავალეროვნულ სწავლებებზე გაამახვილა. იზორიამ აღნიშნა, რომ ერთობლივ სწავლებებში „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“ უპრეცედენტოდ იზრდება მონაწილე ქვეყნების რაოდენობა და არსებობს პროგრესი აღნიშნული სწავლების ფარგლებში. „გასული წლის დეკემბერში, აშშ-ის ერთ-ერთმა სამხედრო დანაყოფმა, ასეულის სახით, პირველად საქართველოს ისტორიაში ჩაატარა საკუთარი მზადყოფნის გეგმის შესასრულებლად და შესაფასებლად სწავლებები. რაც გვაძლევს საფუძველს, რომ სტრატეგიულ კონტექსტში, მეტი ნატოს პრინციპის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ვიფიქროთ, როგორც აშშ-ის, ისე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო დანაყოფები როტაციის პრინციპის საფუძველზე გადიოდნენ ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებით მეტ სწავლებას საქართველოში. სწორედ, ეს არის გაწევრიანებამდე ყველაზე სწორი პოლიტიკა საქართველოში მეტი ნატოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის “, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)