|
2019-04-04 14:39:58, 1283 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - ხელისუფლება ვალდებული იქნება, ბიუჯეტის 1/4 ყოველთვის მიმართოს განათლებაზე და ადამიანურ კაპიტალზე
დღეს ჩვენ ინიცირებას გავუკეთებთ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც არსებული თუ ნებისმიერი მომავალი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით 1 მილიარდით გაიზარდა განათლების ბიუჯეტი და წელს ის 1 მილიარდ 600 მილიონ ლარს შეადგენს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ 2020 წელს განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი იქნება, 2021 წელს - 2 მილიარდ ნახევარი, ხოლო 2022 წელს ის გაუტოლდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს და შეადგენს 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს. „ეს იქნება ის მინიმუმი, რომელიც ექნება ვალდებულებად ნებისმიერ ხელისუფლებას, რომ მიმართოს განათლებაზე, ახალგაზრდებზე და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე საქართველოში. ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ერთადერთი სწორი გზა თავისუფლებისკენ, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან და თავისუფლებისკენ სიდუხჭირისგან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული თანხა და ინვესტიციები განათლების სექტორის ხუთივე დონეს - სკოლამდელ განათლებას, სკოლებში საშუალო განათლებას, პროფესიულ განათლებას, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ ვგეგმავთ სერიოზულ აქტივობებს ამ მიმართულებით. პირადად მე ჩავალ საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა კუთხეში, დასახლებულ პუნქტებში, შევალთ ყველა ქართულ ოჯახში, რომ ვისაუბროთ ჩვენს მოქალაქეებთან ამ ეროვნულ იდეაზე, მივიღოთ მათი რჩევები და რეკომენდაციები. ჩვენ გვექნება ღია პლატფორმა, მათ შორის ონლაინ რეჟიმში, სადაც მთავრობა მზად იქნება მოხდეს აღნიშნული საკითხის განხილვა ყველას ჩართულობით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურმა მიმართა პარლამენტს, აღნიშნული კანონპროექტი მოკლე ვადებში განიხილოს.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)