|
2019-04-04 10:45:49, 1281 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკის“ კორპორატიული ბიზნესის განვითარების მმართველ დირექტორად გიორგი არველაძე დაინიშნა
„თიბისი ბანკის“ კორპორატიული ბიზნესის განვითარების მმართველ დირექტორად გიორგი არველაძე დაინიშნა, რომელიც პარალელურად, „თიბისი კაპიტალში“ საბროკერო საქმიანობას და კვლევებს უხელმძღვანელებს. გიორგი არველაძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. „თიბისი ბანკის“ გუნდში შემოერთებამდე, 2018-2019 წლებში ის საკონსულტაციო კომპანია „რეფორმატიკსში“ საბანკო საქმესა და ფინანსური ბაზრების მიმართულებას ხელმძღვანელობდა, სადაც ფარავდა უზბეკეთის საბანკო სისტემას. პარალელურად, 2017-2019 წლებში გიორგი არველაძე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი იყო. 2016-2017 წლებში გიორგი არველაძე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა და ხელმძღვანელობდა საქართველოში ფარმაციის სფეროში ყველაზე დიდ მოთამაშეს. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში მუშაობამდე, გიორგი არველაძე ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი იყო. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე, ის ამავე ბანკის დირექტორი იყო სტრატეგიული პროექტების მიმართულებით, ხოლო შემდეგ საოპერაციო დირექტორი. უფრო ადრე, გიორგი არველაძე ლონდონში, კომპანია BNP Paribas-ში მუშაობდა სტრუქტურირებული პროდუქტების გუნდში, მანამდე კი საქართველოს ეროვნულ ბანკში მთავარი დილერის პოზიციას იკავებდა. გიორგი არველაძე ფლობს Midwestern State University-ის ( აშშ) ბიზნესის ბაკალავრის ხარისხს და London Business School-ის ბიზნესის მაგისტრის ხარისხს.
(R)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)