|
2019-04-03 12:27:29, 1098 ნახვა
საზოგადოება
ია კერზაიას შვილი გენერალურ პროკურორს მიმართავს
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ითხოვს გაუქმდეს გადაწყვეტილება, რომლითაც ია კერზაიას ოჯახს დაზარალებულად ცნობაზე უარი ეთქვა ამასთან, ბაჩანა შენგელია ითხოვს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ საქმე პირადად განიხილოს. „პროკურორმა უარი მითხრა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე, რასაც მე ვაპირებ რომ გავასაჩივრო, გენერალურ პროკურორთან. ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაღაცას - თუ მომცემენ ამ სტატუსს შესაბამისად მე მექნება წვდომა საქმის მასალებზე, მე ვიქნები მხარე ამ საქმეში და მე მექნება უფლება რომ ვაწარმოო პროცესუალური მოქმედებები, რაც ბუნებრივია მათ არ აწყობთ, ვინაიდან უკვე სააშკარაოზე გამოვა მათი უმოქმედობა, რაც ამდენი ხანია გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ეს უარი განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლით“, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ. შეგახსენებთ, რომ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს უწყების განმარტებით, ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)