|
2019-04-02 15:30:33, 1037 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი „ალმერიის აგრარული მოდელის“ პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „ალმერიის აგრარული მოდელის“ პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება ალმერიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და „ევრობიზნეს კონსალთინგის“ ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა. „ალმერიის განვითარების მოდელის“ საფუძველზე ესპანეთის ალმერიის რეგიონმა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას გასული 50 წლის მანძილზე მიაღწია. ალმერიის მოდელის განხორციელების პროცესში დაიხვეწა და განვითარდა სასათბურე მეურნეობები, სარწყავი სისტემები, სანერგე მეურნეობები, ბიოლოგიური კონტროლის მეთოდები, აგროქიმიკატებისა და სასუქების გამოყენების სისტემა, ენერგოეფექტურობის მეთოდები, განვითარდა პროდუქტის შეფუთვის ფორმები, შენახვა-დასაწყობების სისტემები, ბიზნეს-ასოციაციები, აგროინდუსტრიის სასწავლო პროგრამები და სხვა „ალმერიის მოდელი საკმაოდ ცნობილია და წარმატების მაგალითია, რომლითაც რამდენიმე ქვეყანა დაინტერესდა და პრაქტიკაში განახორციელა. ეს მოდელი ჩვენთვისაც საინტერესოა და ვიმედოვნებთ, რომ „ალმერიის განვითარების მოდელით“ ქართველი მეწარმეებიც დაინტერესდებიან და ამ კუთხით თანამშრომლობის პირველი მაგალითები გაჩნდება. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანასთან ამ მოდელის ადაპტირება და განხორციელება, სასარგებლო იქნება და ახალ მუხტს მისცემს სასათბურე მეურნეობების განვითარებას“, - აღნიშნა მინისტრმა. ღონისძიების მონაწილეებს ესპანეთიდან ალმერიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ვიქტორ კრუსი ჩაერთო, რომლის განცხადებითაც, „ალმერიის განვითარების მოდელი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახდა მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში. პრეზენტაციაზე განიხილეს მოდელის სხვადასხვა ასპექტები და საქართველოში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)