|
2019-04-02 12:28:18, 1581 ნახვა
საზოგადოება
რა პროდუქციაში გამოვლინდა ტყვიის მაღალი შემცველობა - კვლევის შედეგები
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა სამშენებლო მასალებში, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სურსათში. NGO-ებმა თბილისის სხვადასხვა უბანში, მოხმარების ნივთის სინჯების ლაბორატორიული ანალიზი ჩაატარეს. სულ 300-მდე ყოველდღიური მოხმარების საგანი იქნა შესწავლილი. კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლად გარემონტებულ სახლებში ცხოვრობენ. „ყოველ მეხუთე ნივთში, რომელთანაც შეხება აქვს მოსახლეობას, აღმოჩნდა ტყვიის ჭარბი რაოდენობა. სუნელში, ყვითელ ყვავილში 246-ჯერ მეტი იყო ნორმაზე ტყვიის შემცველობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სურსათის უვნებლობა ჯერ კიდევ ვერ მუშაობს ეფექტურად. 33 სინჯიდან 14-ში აღმოჩნდა ტყვია ჭარბი რაოდენობით. აღსანიშნავია ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, რომელიც ცემენტისგან არის დამზადებული, გაჯი, საღებავი, როგორც ინტერიერის კედლის, ასევე კარ-ფანჯრის საღებავი.ასევე აღმოჩნდა, კორიანი, რომელიც არის ხელოვნური ქვა“, - განაცხადა კვლევის ავტორმა, ნოდარ ყანდიაშვილმა. გარდა ამისა, ტყვის დიდი შემცველობა აღმოჩნდა სათამაშოებშიც. "სამშენებლო მასალების შემდეგ, მოდის სათამაშოები, რომლითაც ბავშვები საკმაოდ ხშირად თამაშობენ. შემდეგ მოდის საკანცელარიო ნივთები. ტყვია აღმოაჩნდა ისეთ სათამაშოებში, როგორიცაა კუბიკ-რუბიკი, მეტალის მანქანები, რომელიც მალაიზიაშია დამზადებული, პლასტმასის მანქანაშიც აღმოჩნდა და პაზლებში. გოგოს თოჯინებში არ აღმოჩენილა", - განაცხადა ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელმა გურანდა ავქოფაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)