|
2019-04-01 17:58:50, 1081 ნახვა
საზოგადოება
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ. მცხეთის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ადგილობრივებს ინფორმაცია რძის მიღება-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ვაშლის ბაღის და კენკროვანი კულტურების გასხვლა-ფორმირებასა და აგროტექნოლოგიაზე, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, ფერმაში გასატარებელ ვეტერინალურ-ზოოტექნიკურ ღონისძიებებსა და სასათბურე მეურნეობაში სხვადასხვა კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე მიეწოდათ. პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის კონსულტაციების გაწევა და დარგში არსებული სიახლეების გაცნობაა. 2019 წელს, სპეციალისტებმა კახეთის, გურიის, შიდა ქართლის და სამეგრელოს რეგიონის 65 სოფელში 3 000-ზე მეტ ფერმერთან გამართეს შეხვედრები.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)