23:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 17:39:39, 1514 ნახვა

კომენტარი
რატიანი „ლიბერალიზმის“ ამოღებაზე: „ოცნება“ დასავლურ, მათ შორის თანამედროვე ქართული ცნობიერების საფუძველს ებრძვის

 „ქართული ოცნება“ სწორედ იმას ებრძვის, რაც მთელი დასავლური, მათ შორის თანამედროვე ქართული ცნობიერების საფუძველს წარმოადგენს", - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა მმართველი გუნდის ახალი ინიციატივა.

მისივე თქმით, სიტყვა „ლიბერალიზმის“ საფუძველზე ილია ჭავჭავაძეც საუბრობდა.

„ესენი სწორედ იმას ებრძვიან, რაც მთელი დასავლური, მათ შორის თანამედროვე ქართული ცნობიერების საფუძველს წარმოადგენს. ამ საფუძველზე საუბრობდა ილია ჭავჭავაძე და ამბობდა, რომ ლიბერალიზმი არის თანამედროვე ერის, სახელმწიფოს, პიროვნების თავისუფლების და ზოგადად პლურალიზმის საფუძველი“, - ამბობს რატიანი.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინიციატივას მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics