23:25 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 14:15:47, 1479 ნახვა

პოლიტიკა
ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ჩეხეთის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო.

ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-12 ქვეყანაა, იმ სახელმწიფოებიდან (ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტაინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია ლუქსემბურგი, ირლანდია,  ესტონეთი, დანია), რომელთაც აღნიშნული კლასიფიკაცია გააჩნია და საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჩეხეთის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას  საგრძნობლად შეამცირებს. ჩეხეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება უკვე  ძალაშია შესული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics