|
2019-04-01 13:34:54, 1479 ნახვა
პოლიტიკა
ქობულია საბანკო რეგულაციებზე: ვთვლით, რომ ეს პრინციპულად სწორია, ვექტორს არ შევცვლით
ვთვლით, რომ ეს პრინციპულად სწორია, ძირითად მიმართულებას და ვექტორს არ შევცვლით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილების საკითხზე საუბრისას განაცხადა. გიორგი ქობულიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაბალშემოსავლიან მოსახლეობას გაუაზრებელი კრედიტებისგან დაიცავს. „ჩვენ, როგორც მიმართულებას და ვექტორს არ შევცვლით, იმას, რაც გაკეთებულია და ჩვენ ვთვლით, რომ ეს პრინციპულად სწორია. ეს არის სწორი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებით დაბალ შემოსავლიანი შრეები გაუაზრებელი კრედიტისგან, მაგრამ აი, ამ მიმართულებების შიგნით რა თქმა უნდა, ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს რეგულარულად, როგორც კერძო სექტორთან, ასევე ბანკებთან. განვიხილავთ, ასე ვთქვათ, იმ მცირე დარეგულირებების საშუალებებს, რაც მოგვცემს უფრო ოპტიმალურ შედეგს ამ საბანკო რეგულაციების“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)