|
2019-04-01 13:25:49, 1010 ნახვა
საზოგადოება
#ლიკასთვის - საქველმოქმედო ინტელექტუალური თამაში შუახევში
შუახევის ინტელექტ-კლუბი 5 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, შუახევის ინტელექტ-კლუბმა მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით დაიწყო საქველმოქმედო პროექტი ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე“. პროექტი გულისხმობს ფასიანი თამაშების ჩატარებას, რომელიც მიზნად ისახავს თამაშზე შემოსული თანხის გადაცემას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე. პირველი საქველმოქმედო თამაში დღეს გაიმართა სოფელ კარაპეტში მცხოვრებ 11წლის ლიკა ზოიძის დასახმარებლად, რომელსაც გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება. ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, საჯარო სკოლის დირექტორები და პედაგოგები, ორგანიზაციების წარმომადგენლები, სულ 16 გუნდი. პირველი ადგილი შუახევის კულტურის ცენტრმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები გუნდებმა ,,ოჯახი“ და ,,შუბანი უნივერსალი“ გადაინაწილეს. გამარჯვებულ გუნდებს სიგელები შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ და შუახევის ინტელექტ- კლუბის ხელმძღვანელმა ზვიად ფუტკარაძემ გადასცეს. საქველმოქმედო აქციაში გარდა ინტელექტუალურ თამაშში მონაწილე გუნდებისა აქტიურად იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ორგანიზაციები და საჯარო სკოლები. შუახვის თვითმმართველობა, შუახევის ინტელექტ - კლუბი საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისა და აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ყველა მონაწილეს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)