|
2019-03-30 19:03:37, 1398 ნახვა
საზოგადოება
მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 14-სართულიანი კორპუსების მშენებლობას მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს
მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 14-სართულიანი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, რასაც მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი პარკის რეკრეაციულ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს. „ჩვენ ვაპროტესტებთ მშენებლობას, ამ ადგილას აპირებენ 14-სართულიანი კორპუსის აშენებას, ორი უკვე დაწყებულია და მესამესაც აპირებენ. აქ არიან მოსული ამ ბარაკების მცხოვრებლები, რომლებიც აპროპტესტებენ, რომ ჩვენი მამა-პაპა ცხოვრობდაო აქ. გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ის მამა-პაპა ცხოვრობდა ერთსართულიან ბარაკებში და არა 14-სართულიან კორპუსებში. ამ სიმაღლის კორპუსები აქ საერთოდ არ უნდა აშენეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ. ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილი კი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. მათი თქმით, კორპუსების მშენებლობა მზიურის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს და ამით რეკრეაციულ ზონას პრობლემა არ ექმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და ვაკის მაჟორიტარმა ბიძინა გეგიძემაც გააკეთა. მისი განმარტებით, კორუსი უნდა აშენდეს, თუმცა დასადგენია რა კოეფიციეტებით განხორციელდება. „უნდა აშენდეს, მაგრამ გააჩნია, რა აშენდება, რა გაბარიტების და როგორი ინტენსივობის კოეფიციენტით. მერიამ ნებართვები არ უნდა გასცეს არც ერთ პროექტზე, რომელიც გამოსულია ნორმებიდან“, - აღნიშნა გეგიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)