|
2019-03-30 12:54:55, 1328 ნახვა
საზოგადოება
ბელგრადში ქართული ღვინის პრეზენტაციაგაიმართა
ბელგრადში, საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ქართული ღვინო ბელგრადში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა გიორგი თევზაძემ წარადგინა. მან სტუმრებს პრეზენტაციის სახით ქართული ღვინის კულტურა, ისტორია და თანამედროვეობა გააცნო, რის შემდეგაც ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია ჩაატარა. აღნიშნულ ღონისძიებას იმპორტიორები, სხვადასხვა რესტორნების, სასტუმროების და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული პროდუქციის იმპორტით სერბეთში. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანიის სხვადასხვა დასახელების როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოები. კერძოდ, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი", „მაყაშვილის ღვინის მარანი", „კონჭო და კომპანია" და „მარანი კაპისტონი". როგორც გიორგი თევზაძემ აღნიშნა, სტუმრების მხრიდან ქართულმა ღვინომ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. პრეზენტაციის მსვლელობის დროს დაისვა ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასთან და დღევანდელობასთან დაკავშირებული შეკითხვები. ბიზნესფორუმი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სერბეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)