|
2019-03-29 16:54:17, 1235 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 31 მარტს, 18:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ისაუბრებენ მის პოლიტიკურ და შემოქმედებით საქმიანობაზე. გარდა ამისა, ნაჩვენები იქნება პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო კოლაჟები. საღამოზე გაჟღერდება ზვიად გამსახურდიას საყვარელი საფორტეპიანო და საოპერო ნაწარმოებები ცნობილი ქართველი ხელოვანების შესრულებით. ღონისძიებაში მონაწილეობენ ანსამბლი „რუსთავი“, ვალერიან შიუკაშვილი, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „მძლევარი“, გიორგი ონიანი, დემეტრე გამსახურდია და სხვა. საღამოს რეჟისორია დიმიტრი ღვთისიაშვილი, საღამოს გაუძღვება რატი ამაღლობელი.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)