|
2019-03-28 16:53:10, 3413 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და „საქართველოს ფოსტა“ ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ
შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ და შპს „საქართველოს ფოსტას“ შორის სახელშეკრულებო დავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ქირავნობის დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე მიმდინარეობდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს ფოსტას“ დაეკისრა შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სასარგებლოდ საიჯარო ქირის დავალიანების 661 728 ლარის გადახდა. აღნიშნული დავა, საბოლოოდ დასრულდა მხარეთა მორიგებით, რაზეც არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება. ორ სუბიექტს შორის სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინებით დადგენილი მორიგება გულისხმობს მოსარჩელე მხარისთვის სადაო თანხის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემას. მორიგების მიზნებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, მათ შორის დამფუძნებლებთან შეთანხმება და უძრავი ქონების აუდირება/შეფასება ორივე სუბიექტის მიერ კანონის ფარგლებში იქნა შესრულებული. ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, გარიგების შინაარსი არ ეწინააღმდეგება არც ერთი კომპანიის ინტერესს.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)