|
2019-03-28 15:39:18, 1275 ნახვა
საზოგადოება
ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად პრემიერის ხელმძღვანელობით სახელმწიფო კომისია შეიქმნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 წლის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. „საქართველოს ფოსტა ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით გამოსცემს მარკას; განათლების სამინისტრო, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც ყოველწლიურად 31 მარტს გაიცემა; საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი და ამავე დროს, ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას ხსნოვნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)