|
2019-03-28 13:41:43, 1359 ნახვა
საზოგადოება
გაფიცული სოციალური მუშაკები დავით სერგეენკოს ხვდებიან
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ხვდება. შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მას აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ისინი გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „ჩვენ მოვისმენთ მინისტრის შემოთავაზებას, თვითონ რა შემოთავაზება აქვს ჩვენთან, რომ შეწყდეს ჩვენი გაფიცვა და ასევე, შევთავაზებთ ჩვენს პუნქტებს. ეს პუნქტები არის კადრების დამატება ისე, რომ მოხდეს საქმეების განახევრება. ისე, რომ 50 საქმეზე მაინც დავიდეს. ეს არის დაუყოვნებლივი რომ დაემატოს ფსიქოლოგები და იურისტები. ვიყოთ უზრუნველყოფილი ტრანსპორტით და ჩვენი ხელფასი გაუთანაბრდეს სხვა უწყებებში მომუშავე სოციალური მუშაკების ხელფასს", - განაცხადა ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა. სავარაუდოდ მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალური მუსაკები მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფიცვის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)