|
2019-03-28 12:41:09, 1227 ნახვა
საზოგადოება
საია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების ფაქტებზე სამართალდამცავთა რეაგირებას კრიტიკულად აფასებს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების ფაქტზე კიდევ ერთი პირის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავთა რეაგირებას კრიტიკულად აფასებს. საია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები ქმნის პირადი ცხოვრების ამსასხველი მასალის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ილუზიას, რამდენადაც, სავარაუდოდ, არ ტარდება რეალური ღონისძიებები ამგვარი ქმედების დანაშაულის პირველწყაროს დასჯის მიზნით. „სისხლისამართლებრივი დევნა ფრაგმენტულად იწყება ადამიანების მიმართ მასალის ინტერნეტში ატვირთვის გამო, მაშინ, როდესაც პრინციპულად მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის დამზადებასა და გავრცელების დაკვეთაში ბრალდებული პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. არსებული ვითარება არ ახდენს პრევენციას და ქმნის მომავალში მსგავსი დანაშაულების ჩადენის საფრთხეს. ამასთან, საკითხის აქტუალურობის და სიმწვავის მიუხედავად, საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, რა მოქმედებები ტარდება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის დამზადების და პირველად გავრცელების შესახებ ეფექტიანი გამოძიების მიზნით. საია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანად გამოიძიოს სადავო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის დამზადების და გავრცელების დაკვეთის ფაქტები“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)