|
2019-03-28 12:08:57, 1105 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება
ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება სრულდება. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო. „მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვასრულებთ, რომელიც სამწუხაროდ, კონტრაქტორი კომპანიის მიზეზით, დროში გაიწელა, თუმცა ყველა პრობლემა მოგვარდა და სამუშაოები სხვა კომპანიამ გააგრძელა. დღეიდან უკვე მოქალაქეები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. ღოღობერიძის ქუჩაზე საკმაოდ აქტიური საავტომობილო მოძრაობაა, შესაბამისად, ამ გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ამ ქუჩაზე ავტომანქანით გადაადგილდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული პროექტისთვის 473 200 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)