01:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 14:12:09, 1459 ნახვა

კომენტარი
კილაძე: კიბერდანაშაული მთელს მსოფლიოში რთულად გამოსაძიებელია, ამიტომ ე.წ. დამკვეთებამდე გასვლა დროში გაიწელა

„კიბერდანაშაული ზოგადად არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში არის რთულად გამოსაძიებელი საქმე“, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე სოფო კილაძე ინტერნეტსივრცეში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მორიგ გავრცელებას.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ამ საქმის გამოძიებაში უცხოელი სპეციალესტებიც ჩაერთვებიან.

„კიბერდანაშაული ზოგადად არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში არის რთულად გამოსაძიებელი საქმე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ამიტომ გაიწელა დროში ე.წ. დამკვეთებამდე გასვლა. ძალიან რთულად გამოსაძიებელია. ასეთი ტიპის საკითხებთან თეორიის დონეზე  მეც მქონია შეხება  და ეს არის ურთულესი საკითხია. კარგი იქნება, თუ ამ საქმეში ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩაერთვებიან“, - განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში ისევ გავრცელდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით მოზარდია დაკავებული





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics