01:02 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 13:16:19, 1567 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი: სახელმწიფო არის უძლური დაადგინოს ვინ დგას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის უკან

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ინტერნეტსივრცეში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა.

ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოებთან პასუხგაუცემელი შეკითხვები არსებობს, კერძოდ კი, თუ ვინ დგას კადრების გავრცელების უკან. 

ომბუდსმენის თქმით, როდესაც მთავარი პროკურორი საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარდგება, მას არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. 

„იმ დროს, როდესაც სახელმწიფო არის უძლური დაადგინოს, ვინ დგას ამ კადრების, შანტაჟის უკან, საზოგადოებამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი არ შევუწყოთ იმ ადამიანებს, ჯგუფებს, ვინც კადრების გავრცელების უკან დგას, რომ კადრები გავრცელდეს და ადამიანები ყავდეთ ტერორში. პროკურატურასთან დღესაც გვაქვს კითხვები იმ საქმეებზე, რომელიც წლების წინ გავრცელებულ კადრებს ეხება. დღემდე დაუდგენელია, თუ ვინ იყო ამ კადრების გავრცელების ინიციატორი. მთავარ პროკურორს უნდა მოვთხოვოთ, რომ როცა პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება, დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს რა ეტაპზეა საქმის გამოძიება და რა უშლის ხელს იმას, რომ დაადგინონ საიდან და ვისი ინიციატივით ხდება სოციალურ ქსელში ფარული ჩანაწერების ატვირთვა.“ - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსნებთ, რომ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში ისევ გავრცელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics