|
2019-03-26 17:28:10, 1058 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N29 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საბავშვო მოედანი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა ატრაქციონი განთავსდება. ტერიტორიაზე ასევე, მოეწყობა განათების სისტემა, დამონტაჟდება საბაღე სკამები და შესაბამისი ინვენტარი. სკვერი გამწვანდება სხვადასხვა სახის ხე-მცენარით და ლითონის ღობით შემოისაზღვრება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ, რომელთაც ინფრასტრუქტურული პროექტები დეტალურად გააცნეს. „მიმდინარე წელს, დიდ დიღომში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. მათ შორის, დაგეგმილია ათამდე დასასვენებელი სივრცის მოწყობა. მოსახლეობის დიდი სურვილია და ჩვენთვისაც მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც შეიძლება ბევრი ლამაზი, კომფორტული, გამწვანებული ადგილი მოეწყოს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სკვერის მოწყობის სამუშაოებს შპს „ტაო“ ახორციელებს, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 41 604 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, 3 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა. საგზაო სამუშაოებს შპს „სკინჩი“ ასრულებს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)