|
2019-03-26 14:16:20, 1093 ნახვა
საზოგადოება
ძალადობის შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განვითარება - იუსტიციის სასწავლო ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მეუღლეთა ან პარტნიორთა შორის ძალადობის შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განვითარება - ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, იუსტიციის სასწავლო ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში გაიმართულ შეხვედრას ევროკავშირის მოწვეული ექსპერტი, ლისა პარკერი უძღვებოდა. აღნიშნული ინსტრუმენტი შესაძლებლობას იძლევა, შეფასდეს მსგავს სიტუაციებში დანაშაულის განმეორების ალბათობა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს განმეორებითი დანაშაულის პრევენციას. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის; არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს; დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრა განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს მიერ პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმის გაუმჯობესებას.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)