|
2019-03-26 10:11:41, 1065 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა და ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, თბილისის სასულიერო აკადემიის ბიბლეისტიკის კათედრის გამგე დეკანოზმა გიორგიმ (გუგუშვილი), რომლებმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საღამოს თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბიძინა (გუნია) უძღვებოდა, შესრულდა ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები და საგალობლები. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)