|
2019-03-25 12:00:09, 1159 ნახვა
საზოგადოება
სოციალური მუშაკები გაიფიცნენ
დილის 08:30 საათიდან სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა დაიწყეს. სოციალური მუშაკების ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციას საპროტესტო აქციაც გამართეს. გაფიცულები სამუშაო პირობებს გაუმჯობესებას ითხოვენ. სოციალური მუშაკების განცხადებით, პრობლემას არასათანადო სერვისები, დაბალი ხელფასი და შტატების სიმცირე წარმოადგენს. სულ მათ 22 მოთხოვნა აქვთ, თუმცა სოციალური მუშაკების თქმით, გაფიცვას იმ შემთხვევაში შეწყვეტენ თუ მოთხოვნათა ნაწილი დაკმაყოფილდება. „შეუძლებელია,რომ ხარისხიან სერვისზე ვისაუბროთ. ზოგიერთ შემთხვევაში უტოლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც კი, რაც სოცმუშაკს აკისრია რიგ შემთხვევებში, თუმცა დამსაქმებელს არ აინტერესებს, რომ აღნიშნული პრობლემები აღმოფხვრას“, - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული. აღსანიშნავია, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. გაფიცულთა აქცია ბათუმსა და ქუთაისში უკვე დაიწყო. სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას შემდეგი ორგანიზაციები უცხადებენ: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW); სოლიდარობის ქსელი-დამოუკიდებელი პროფკავშირი
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)