|
2019-03-22 09:25:07, 1041 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მზის შვილები არ დავტოვოთ თანასწორ გარემოში ცხოვრების გარეშე
თბილისის მერმა სოციალური ქსელის საშუალებით მიმდინარე ვიდეოდიალოგი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიმართვით დაიწყო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს ამ ადამიანების თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის შექმნისთვის. „დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მზის შვილები არ დავტოვოთ სიყვარულის, ყურადღების, თავისუფალი არჩევანის, განათლებისა და თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის გარეშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევქმნით ერთიანი ძალისხმევით ისეთ საზოგადოებას, რომელიც გააქრობს ყველა ბარიერს, რომლის მიღმაც, სამწუხაროდ, დღეს კიდევ რჩებიან ადამიანები“, - განაცხადა თბილისის მერმა. ვიდეოდიალოგი თბილისის მერის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობს. კახა კალაძე მოქალაქეთა შეკითხვებს თბილისის ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან და ჩუღურეთის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევისა და ისნის რაიონების გამგებლებთან ერთად პასუხობს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)