|
2019-03-21 16:25:47, 1203 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი პედრო სერანოს შეხვდა
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ პედრო სერანოს ვიზიტისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებსა და პარტნიორობასთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებზე იმსჯელეს. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის ახალი მიმართულებებით განვითარების შესაძლებლობა და სამომავლო პერსპექტივები. საუბრის ერთ-ერთი თემა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში საქართველოს კონტრიბუცია იყო. პედრო სერანოს განცხადებით, ევროკავშირი აფასებს საქართველოს წვლილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მას თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ უმასპინძლა, სადაც ლევან იზორიამ და პედრო სერანომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მოგვიანებით სტუმარმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ ლექცია წაიკითხა.
(NS)
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)