19:57 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 15:50:32, 1154 ნახვა

პოლიტიკა
მაჩალიკაშვილი: წულუკიანი არარაობაა, ქვეყნის შენებას აზიანებს

ყველაფერი იცის თეა წულუკიანმა და მათმა კლანმა, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი და რას მალავენ, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირნალ მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში სახელმწიფოს ბრალეულობას ვერ ხედავს.

 „ეს ადამიანი არის მართლა არარაობა. ეს ადამიანი აზიანებს ამ ქვეყნის შენებას. დღესაც, მეორე წელია, თემირლანს ბრალდება არ აქვს წაყენებული და ყველაფერს აკეთებენ, რაღაცა სადღაც გამოქექონ და თემირლანს დააბრალონ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი იცის თეა წულუკიანმა და მათმა კლანმა. რა დანაშაული აქვთ ჩადენილი და რას მალავენ. ზუსტად ამიტომ ხდება ამ საპარლამენტო კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით, რომ ძალიან, ძალიან წინააღმდეგები არიან, იმიტომ, რომ ამოიქექება ეს ყველაფერი, გაბრიელ სალოსიდან დაწყებული პანკისის ხეობამდე“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics