|
2019-03-21 15:45:52, 1123 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის რაიონში მარნეულის გზატკეცილის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქს კიდევ ერთი რეაბილიტირებული და სრულად მოწესრიგებული გზის მონაკვეთი შეემატა. „ფონიჭალაში, თბილისი-მარნეულის დამაკავშირებელი ექვსკილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დღეს აღნიშნული ტერიტორია უკვე მთლიანად არის მოწესრიგებული. სამუშაოების ფარგლებში,ასევე, დაირგო ხე-მცენარეები. ამ ეტაპზე, საგზაო მონიშვნების დახაზვაა დარჩენილი, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება და რეაბილიტაცია მთლიანად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოების ფარგლებში, ათიმეტრი სიგანისექვსკილომეტრიან გზატკეცილზე გზის საფუძველი გამოიცვალა და ასფალტის საფარიდაიგო. ასევე, მოეწყო გვერდულები. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, სავალ ნაწილებს შორის ბეტონის ბორდიურით გამყოფი გაზონი და კიუვეტებიმოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანიები - „ენ სი სი“ და „ჯი არ ჯი“ აწარმოებდნენ.პროექტის განსახორციელებლად,დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 084 676 ლარი დაიხარჯა. კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე,კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარიაიმყოფებოდნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)