03:26 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 15:44:55, 1179 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ბიზნეს აქსელერატორმა ბიზნეს-გეგმების მომზადების კომპონენტი აამოქმედა

თბილისის ბიზნეს აქსელერატორმა ბიზნეს გეგმების მომზადების კომპონენტი აამოქმედა. ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია აქსელერატორის სპარკის ბენეფიციარებს, დღეს, თბილისის ეკონომიკური განვითარების საქალაქო  სამსახურის უფროსმა, ანდრია ბასილაიამ და საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო აუდიტორული კომპანია „ბიდიო საქართველოს“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს. 

თბილისის ბიზნეს აქსელერატორმა „ბიდიო საქართველოსთან“ გასულ თვეში გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ყოველთვიურად შეარჩიოს 4-5 სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს იდეა და თითოეულისთვის ბიზნეს გეგმა დაწეროს. 

თბილისის ბიზნეს აქსელერატორის სპარკი მიმდინარე წლის 30 იანვარს  ამოქმედდა და უკვე 300-მდე  ბიზნეს იდეის, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირს აერთიანებს. პროექტის მიზანია უფასო საერთო სამუშაო სივრცის, ექსპერტ-მენტორების დახმარებით დასაქმების ხელშეწყობა, დამწყები ბიზნესებისთვის შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელება. 

 

(NS)





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics