|
2019-03-21 15:31:55, 1227 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძის თქმით, შესაძლოა, მასზე ცრუ ინფორმაცია იმავე ოფისიდან ვრცელდებოდა, საიდანაც TBC-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ მის შესახებ ცრუ ინფორმაცია იმავე ოფისიდან ვრცელდებოდა, საიდანაც TBC ბანკზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. მისი განცხადებით, მან არ იცის რა ეტაპზეა გამოძიება. „როცა მოხდა ზაფხულში ჩვენს ბანკზე კიბერშეტევა, მე ვთქვი ერთხელ პარლამენტში, ახლაც ვიმეორებ, ჩვენმა საინფორმაციო უსაფრთხოების სამსახურმა, იცით,რომ 400 კაცზე მეტი მუშაობს, უნიჭიერესი ახალგაზრდები ამ მიმართულებით, აღმოაჩინეს არამარტო სიგნალი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს იყო ძალიან სერიოზული კიბერშეტევა, აღმოვაჩინეთ მისამართები, აიპის მისამართი, ქუჩის მისამართი, ოფისის მისამართი და ჩვენ ეს ინფორმაცია იმ წუთშივე გადავეცით შს სამინისტროს. ვერ გეტყვით გამოძიება რა ეტაპზეა გამოძიება, როცა იქნება შედეგები შეგატყობინებთ“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)