|
2019-03-21 13:18:29, 1241 ნახვა
პოლიტიკა
ადა მარშანია დეპუტატებს - რა გეშველებათ თქვე უბადრუკებო
"საქართველოს პატრიოტთა" ალიანსის წევრი ადა მარშანია გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას და ირაკლი კობახიძე მწვავედ გააკრიტიკა. "თქვენ რა გაბედეთ გუშინ და რა მითხარით, მართლა ცუდი სმენადობაა ამ პარლამენტში, რაღაცა თვალის ჩაპაჭუნებაზე ბრძანეთ, მე ყრუადღებაც არ მიმიქცევია, თურმე რა გითქვამთ ეს ხმაურში. ღმერთმა დაგიფაროთ, რომ გაგიჟდეს "საქართველოს პარტიოტთა ალიანსი" შეუერთდეს "ნაციონალურ მოძრაობას" და შემდეგ რა გეშველებათ, თქვე უბადრუკებო",-მიმართა მარშანიამ კობახიძეს. როგორც მარშანიამ აღნიშნა, დღეს პარლამენტში ერთადერთი აფხაზი დეპუტატია, რაც ქვეყნის არასწორი პოლიტიკის შედეგია. „მე იმიტომ კი არ მითქვამს და შემიხსენებია თქვენთვის ერთადერთი აფხაზი დეპუტატი ვარ საქართველოს პარლამენტში, რომ მესარგებლა თურმე ამ უნიკალურობით. ეს უნიკალური ტრაგედია და უბედურებაა ჩემს თავს, ქალბატონო თეა მინისტრო. თუ თქვენ გგონიათ, რომ მართლა დაიმსახურეთ თქვენი თანამდებობა? ჩვენს ნაბრძოლზე ხართ იმ თანამდებობაზე და თქვენც წაიბრძოლეთ რაღაც ერთი წელი, დარბოდით რუსთაველზე. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ახლა ნამდვილად ზედმეტად ემოციური განცხადება გამომივიდა“, – განაცხდა ადა მარშანიამ.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)