|
2019-03-21 13:12:07, 1288 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინამ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა
უკრაინამ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. „შავ სიაში“, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ დაამტკიცა, მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგია, ე.წ. პარლამენტის წევრი ალმასხან არძინბა და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ოლეგ არშბა. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სანქციათა სიაში მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკოს თავმჯდომარე თამაზ გოგია, დე ფაქტო პარლამენტის წევრი ალმასჰან არძინბა და ე.წ. საგარეო უწყების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი ოლეგ არშბა. რაც შეეხება ცხინვალს, პოროშენკოს შეზღუდვა შეეხო: დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს იგორ კოზაევს, ე.წ. ვიცე-სპიკერს რუსლან ტედეევს, ე.წ. დეპუტატებს ბახვა ტედეევს და იგორ ჩოჩიევს, ასევე დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწეს დავიდ გაზატის. სანქციები უკავშირდება 2018 წლის 11 ნოემბერს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებისა და დეპუტატების არჩევნებს, რომელზეც ჩამოთვლილი პირები დამკვირვებლებად მიიღეს მონაწილეობა. პოროშენკოს ბრძანების თანახმად, სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის აკრძალვას; უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას/გაუქმებას; ასევე უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრის სხვა ამკრძალავი ზომების გამოყენება. სანქციათა სიაში ჯამში 294 იურიდიული და 848 ფიზიკური პირი მოხვდა, რომლებიც კავშირში არიან ქერჩის ხიდის მშენებლობასთან; დონბასში არჩევნების ჩატარებასთან; და ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)