|
2019-03-20 20:55:50, 1095 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - 2019 წელზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ
საქართველოში ჩამოდის ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და მისი ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში" განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიმართ კიდევ უფრო ძლიერი გახდა და მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრეა. „ამასთან ერთად, ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, მათ შორის ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გზავნილის გაჟღერება ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იქნება პრიორიტეტული შემდეგი წლების განმავლობაში როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ნატოსთვის. ეს იყო ის გზავნილი, რომლის მიტანასაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე ევროპული საზოგადოების და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ 2019 წელზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ ნატოსთან ჩვენი დაახლოება იქნება კიდევ უფრო შედეგებზე ორიენტირებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)