|
2015-06-22 12:02:50, 461 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის დეტალური აღწერა დაიწყო
თბილისის მერიის ინიციატივით სტიქიის შედეგად დაზარალებული 110 ოჯახისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის დეტალური აღწერა დაიწყო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, აღწერის პროცესში ჩართულები არიან თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო, ვაკის რაიონის გამგეობა, ეკონომიკისა და დევნილთა სამინისტროები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. „ერთობლივად იქნა შემუშავებული დაზარალებული ოჯახების აღრიცხვის ფორმა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახის შემადგენლობა, მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი და საჭიროებები. ამ მონაცემთა ბაზის ანალიზი მისცემს საშუალებას მთავრობას, განსაზღვროს ზარალის ოდენობა, რომელიც მოსახლეობამ მიიღო და შესაბამისი გადაწყვეტილებაც ამ მონაცემებზე დაყრდნობით იქნება მიღებული. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს აქვს შემუშავებული ოჯახების აღწერის მეთოდოლოგია და სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებით მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღწერა. პროცესი სვანიძის ქუჩის დაზარალებული მოსახლეობის აღწერით დაიწყო და გაგრძელდება ვიდრე ყველა ოჯახი არ გაივლისამპროცედურებს“,-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)