|
2019-03-20 16:14:15, 1038 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ტრენინგი გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ტრენინგი, სახელწოდებით „გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება საქართველოს ქალაქებში ველოსიპედით გადაადგილების გასაუმჯობესებლად“ გახსნა. ნინო თანდილაშვილმა კლიმატის ცვლილების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის ფორმირებაში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების როლზე გაამახვილა ყურადღება. „ველოინფრასტრუქტურის ქსელის განვითარება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს მცირე ზომის ურბანულ ქალაქებშიც მნიშვნელოვანია, რადგან ავტოტრანსპორტის მიერ ჰაერის დაბინძურების თემა რეგიონებშიც მწვავედ დგას. კლიმატის ცვლილების პოლიტიკის განმახორციელებელი ღონისძიების დაგეგმვისას კი, ჩვენი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინება აუცილებელია. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის დამკვიდრება გარემოს უფრო უსაფრთხოს გახდის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. შეხვედრაზე გერმანელმა ექსპერტებმა საქართველოს ქალაქებში ველოინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ტრენინგი იმართება გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა“ ფარგლებში. ტრენინგი სამდღიანია და სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ იმართება. ტრენინგს GIZ-ის ოფისის ხელმძღვანელი კარლ ფ. ტესტენსენი, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების (UNDP-ის წარმომადგენლობა) ხელმძღვანელი ნინო ანთაძე, UNDP-ის საქართველოს წარმომადგენელი ლაშა ნაკაშიძე, ქალაქ თბილისის მერიისა და თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლები ესწრებიან.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)