04:16 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 15:50:53, 1023 ნახვა

საზოგადოება
წულუკიანი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველი საჯარო დაწესებულებაა რეგიონში, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის პირველი საჯარო დაწესებულება საქართველოში და ამ რეგიონში, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისს განაცხადა. 

წულუკიანმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პირველი საჯარო დაწესებულება საქართველოში, და ამ რეგიონში, ამ სიტყვით ფართო გაგებით,  გახლავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა. დღევანდელი მონაცემებით 2 მილიონი ტრანზაქცია უძრავ ქონებებზე არის სწორედ ამ  დაცულ სივრცეში განთავსებული. ეს პილოტური პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი ვიქნებით საკმარისად გაბედულები და მოტივირებული, რაც, იუსტიციელებს არ აკლიათ, ჩვენ შევძლებთ, რომ  სანოტარო  მომსახურებაშიც დავნერგოთ ეს უსაფრთხო ტექნოლოგია, გარდა იმისა, რომ სამეწარმეო რეესტრსა და უძრავ ქონებაზე ტრანზაქციების მიმართულებით ეს ტექნოლოგია გავაძლიეროთ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics