|
2019-03-20 14:24:11, 1093 ნახვა
საზოგადოება
ტაქსების მძღოლების ნაწილი მერიასთან ახალ რეფორმას აპროტესტებს
ტაქსების მძღოლების ნაწილი თბილისის მერიასთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ახალი რეგულაციების გადავადებას მოითხოვენ. როგორც ადგილზე შეკრებილი ტაქსის მძღოლები აცხადებენ, მათთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა მოხდეს ავტომობილების გადაღებვა. ისინი ამბობებ, რომ ავტომობილის ფერის შეცვლა მათ ფინანსურ პრობლემებს უქმნის. აქციაში ათობით ადამიანი მონაწილეობს. ისინი მერიის წარმომადგენლებს მოუწოდებენ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილონ და აქციის მონაწილეებს შეხვდნენ. "ტექდათვალიერების წინააღმდეგი არ ვართ, გასაგებია, რომ უნდა გავიაროთ ტექინსპექტირება და ეს საჭიროა, მაგრამ მე პირადად 6 ათასი ლარი მაქვს ბანკის ვალი, მანქანის შეღებვა ძალიან ძვირი, დაახლოებით 3 ათასი დოლარი დამიჯდება, რატომ მაიძლებენ ფერის შეცვლას ვერ ვხვდები?! საიდან გადავიხადო ეს ფული?! არც ერთმა არ გვკითხვა ჩვენ რა გვინდა. თვითონაც არ ერკვევიან ამ სფეროში. მოიფიქრეს და გადაწყვიტეს რომ ასე უნდა იყოს, იმიტომ, რომ თურმე მათ ასე უნდათ", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ ტაქსებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები გასული წლის 7 დეკემბერს დაამტკიცა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)