02:15 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 13:11:10, 1491 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: შესაძლოა თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ შავი საქმეების შემსრულებელი იყოს

„როგორ ახერხებს „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი წევრი [თეა წულუკიანი] მუდმივად თანამდებობის შენარჩუნებას“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. 

დეპუტატს აინტერესებს რა იყო თეა წულუკიანის და პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის უთანხმოების მიზეზი:

„ჩავარდნილი სასამართლო სისტემა, სერიოზული ჩამორჩენა საკანონმდებლო სისტემაში, როცა პროკურატურას ხელმძღვანელობდა. ასევე ზალადობა, გამოუძიებელი საქმეები - სწორედ ასეთი მინისტრი მე-7 წელია არის ფავორიტი იმ ადამიანის, რომელიც ზოგადად წყვეტს მინისტრების თუ ზოგადად ადამიანების ბედს საქართველოში. როდესაც მას აქვს უფლება, რომ შანტაჟის ენით ელაპარაკოს პრემიერ-მინისტრს, როდესაც მინისტრი იმუქრება გადადგომით და საზოგადოებამ არ იცის, რასთან არის ეს დაკავშირებული, ეს არის ხელშეუხებელი ფავორიტის როლში მოვლენილი ადამიანი, რომელსაც აქვს ერთი ადამიანის ზურგი და თუ რატომ, ეს გასარკვევია - ან აშანტაჟებს ან შავი საქმის შემსრულებელია“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics