|
2019-03-19 16:26:28, 1372 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია „ოცნებას“ - კვაჭანტირაძის კომიტეტი რატომ გამოარჩიეთ - რამე საერთაშორისო პრიზი უნდა აეღო?!
მე ყველა კომიტეტის მუშაობას „ცუდად“ ვაფასებ, მაგრამ კვაჭანტირაძის კომიტეტი რატომ გამოარჩიეთ - რამე საერთასორისო პრიზი უნდა აეღო და ვერ აიღო? - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ წევრებს, პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე მსჯელობდნენ. როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია ის მიზეზი, თუ რის გამო გადაწყვიტეს კომიტეტის თავმჯდომარეობიდან კვაჭანტირაძის გადაყენება. „ეს არის თქვენი „ქართული ოცნების“ სტანდარტი, რომ არ შეიძლება კომიტეტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყოს არაუმრავლესობის წევრი, თუნდაც თქვენ გუშინდელი თანაგუნდელი, რომელთანაც გუშინ ამხელა ღირებულებითი ერთიანობა გქონდათ. გავიგე ეს, მაგრამ მერე მაინც წაგცდათ ტრადიციულად, რომ ცუდად მუშაობდაო. მე ყველა თქვენი კომიტეტის მუშაობას ცუდად ვაფასებ, მაგრამ ეს კომიტეტი როგორ გამოარჩიეთ, რაიმე საერთაშორისო პრიზები უნდა აეღო და ვერ აიღო, რას გულისხმობთ?“ - მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი, სულ მცირე 76 ხმაა საჭირო. საკითხზე ხელახალი კენჭისყრა 2 კვირაში გაიმართება. ამასთან, კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდმა დააყენა. როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველი აქვს. მანვე განაცხადა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წარმატებებით არ გამოირჩეოდა.
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)